სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრამატორსკთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, ქალაქ კრამატორსკთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბრძოლები მიმდინარეობს კოპანისა და ივანოვო ხერსონის რაიონის მიდამოებში.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ სკადოვსკაიას სასაზღვრო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სარდლობის მახლობლად, ვერტმფრენები ისვრიან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 3 უკრაინელი მესაზღვრე, არიან დაჭრილებიც.

"უკრაინელი სამხედროების ყველა ზომას იღებენ მტრის შესაჩერებლად", - ნათქვამია სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მათი განცხადებით, სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან განლაგებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100