სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საგარეჯოში 25 წლის შშმ პირს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 25 წლის შშმ პირი დაიკარგა. სოფელ პატარძეულში მცხოვრები, ოთო ჩოგაძე, სახლიდან 1 მარტის საღამოს გავიდა და მას შემდეგ, აღარ გამოჩენილა. გაუჩინარებული კაცის დის, თამარ ჩოგაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. "წუხელ, დაახლოებით საღამოს 8 საათიდან ცხრის ნახევრამდე პერიოდში სახლიდან გავიდა და დაიძრა დიდი ვარაუდით, პატარძეულიდან თბილისის მიმართულებით. აცვია შავი ქურთუკი და ღია ფერის ჯინსი. ბოლო კვალი,თითქოს ლილოს დასახლებაში იკვეთებოდა, მაგრამ ახლა გვითხრეს, რომ თითქოს დიღომში ნახეს მსგავსი მამაკაცი და ახლა, აქ ვეძებთ", - თქვა ჩოგაძემ. ოჯახმა შშმ პირის გაუჩინარების შესახებ, პოლიციასაც აცნობა, რომელიც სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩართულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100