სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენი შენობა-ნაგებობა, სასწავლო დაწესებულება და ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს რუსებმა უკრაინაში - რაოდენობა კატასტროფულ ნიშნამდეა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის განცხადებით,რუსმა აგრესორებმა გაანადგურეს 3500 ინფრასტრუქტურული ობიექტი უკრაინაში, მათ შორის 230 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და 165 საარსებო საშუალება, ისეთები, როგორიცაა ელექტროქვესადგურები და გაზსადენები. ზოგიერთი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებულია.

დანგრეულია 72 სასწავლო დაწესებულება. 21 ჯანდაცვის დაწესებულება. საცხოვრებელი კორპუსების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ახლა უკვე 2700-ზე მეტია დანგრეული შენობაა. სოციალური დაწესებულებები - 10. ასევე არის სხვა დაწესებულებებიც, მათ შორის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის, ეროვნული პოლიციის შენობები და ა.შ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100