სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პუტინმა გვიბრძანა, ფეხებზე დავიკიდოთ ყველა, მშვიდობიანი მოსახლეობაც, ყველას ვესროლოთ..." - რუსი ოკუპანტი

უკრაინული მხარე კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც რუსი ოკუპანტისა და მისი ოჯახის წევრის საუბარია ასახული.

ჩანაწერში ოკუპანტი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინისგან აქვთ ბრძანება, ესროლონ ყველას, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებსა და ბავშვებს. ის ასევე ჰყვება, რომ ძარცვავენ და ანადგურებენ ყველაფერს, რაც გზად ხვდებათ.

"მაღაზიებს ვათვალიერებდი და უცბად პატარა გოგონა დავინახე ქალთან ერთად. იქვე დახლზე სათამაშო პისტოლეტი იყო, სათამაშოების განყოფილებაში, ამ ბავშვმა სტაცა ხელი და ჩვენ მოგვიშვირა. მე ვუთხარი, რა ჯანდაბაა გინდა-მეთქი... პუტინმა ბრძანება მოგვცა, რომ ყველა ფეხებზე დავიკიდოთ, მშვიდობიანი მოსახლეობაც, ყველას ვესროლოთ, ვინც წინააღმდეგობას გვიწევს. სხვათა შორის, პრეზიდენტმა თქვა, რომ ვინც აქ იყო, დაბრუნების მერე გამოცდების გარეშე ჩააბარებს ნებისმიერ უმაღლესში... სახლს ვხსნით, იქნებ რამე იარაღი იყოს, ან რამე ნივთები. დღეს კარგი დღე გვქონდა. ვალსაც გადავიხდით. აქ ამბობენ, რომ ერთი-ორი კვირაც და ყველაფერი დამთავრდება. აქ უკვე ყველაფერი გადავწვით. იქ ერთი კოლონა რომ გაანადგურეს, სამოქალაქო ტიპები იყვნენ და აწამებდნენ", - ამბობს ჩანაწერში რუსი ოკუპანტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100