სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრემლმა გააცნობიერა, რომ კიევს ვერ აიღებს - რუსული მედია

თმა უკრაინასთან ომში „პრიორიტეტების შეცვლა“ გამოაცხადა. საუბარია კიევიდან და ჩერნიგოვიდან ჯარების გაყვანაზე და დამატებითი ძალების დონბასში გადაყვანაზე. გამოცემა Meduza-ს ცნობით, კრემლის წყაროებზე დაყრდნობით, ამ გადაწყვეტილების უკან არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მიზეზებიც დგას. მაგალითად, ის ფაქტი, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებს არ ესმით, როგორ გადარჩება ქვეყანა დასავლეთის მკაცრი სანქციების პირობებში. „მარტის ბოლოსთვის რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა საბოლოოდ შეეგუება იმ ფაქტს, რომ კიევი ვერ აიღეს“, - წერს მედუზა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე და მთავრობასთან დაახლოებულ ორ თანამოსაუბრეზე დაყრდნობით. ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, კრემლის წყაროები დარწმუნებული იყვნენ, რომ დიდ ქალაქებს, მათ შორის კიევს, სწრაფად და მარტივად დაიპყრობდნენ. თუმცა, არავინ გაითვალისწინა უკრაინის არმიის სიმამაცე და ძალა. უკრაინის მიმართ ხელისუფლების რიტორიკა მარტის ბოლოს შეიცვალა. ხუთი წყარო აღნიშნავს, რომ რიტორიკის შერბილება მოლაპარაკებების პროგრესთან არის დაკავშირებული. სტამბოლში მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა ჯარების გაყვანა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან, ხოლო შოიგუმ გამოაცხადა პრიორიტეტული „დონბასის გათავისუფლება“. გარდა ამისა, გამოცემის თანახმად, მარტის ბოლოს ოფიციალურმა პირებმა პუტინს აჩვენეს გათვლები რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. ამ დოკუმენტების მიხედვით, „ასეთი სანქციების პირობებში ქვეყანა ვერ შეძლებს ნორმალურად ცხოვრებას“. კრემლთან დაახლოებული სამი წყარო ამბობს, რომ პუტინს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მათგანის თქმით, პუტინი ახლა „სხვადასხვა ჯგუფებისა და ხალხის გავლენის ქვეშაა“ და ის თავად მზადაა მოუსმინოს მათ, ვინც დაჟინებით მოითხოვს მშვიდობას უკრაინასთან და მათ, ვინც მხარს უჭერს სრულმასშტაბიანი ომის გაგრძელებას. გამოცემის ცნობით, პუტინი შიშობს, რომ ომის დასრულება მის რეიტინგს დაანგრევს. რუსეთის ფედერაციის საშინაო პოლიტიკურ ბლოკში ომის დასრულებისა და მძაფრი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ხელისუფლების რეიტინგების გარდაუვალი დაცემისთვის ემზადებიან. განსაკუთრებით - უდიდეს ქალაქებში. პირველ რიგში მოსკოვსა და პეტერბურგში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დახურული კენჭისყრის თანახმად, ამ ქალაქებში ომს ახლა მოსახლეობის ნახევარზე მეტი უჭერს მხარს. ხელისუფლებასთან დაახლოებულ პოლიტტექნოლოგებს მიეცათ დავალება ეფიქრათ „ქვეყნის ახალ იდეოლოგიაზე“, „რაღაც ახალ ეროვნულ იდეაზე“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100