სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 აპრილს ქუთაისში +13 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმს ბათუმშიც. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმა და +12 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც წვიმს. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ჭიათურაშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში წვიმს და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით +17, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმს. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. გორში დღის განმავლობაში იწვიმებს. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი. გუდაურში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. რუსთავშიც იწვიმებს, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც წვიმიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100