სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი მაისში დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიას გეგმავს

ეუთოში შეერთებული შტატების ელჩმა თქვა, რომ აშშ-ს დაზვერვის მაღალი სანდოობის მქონე ინფორმაციით, რუსეთი მაისის შუა რიცხვებში ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიას აპირებს

"ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს გეგმები მაისის შუა რიცხვებში რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩაატაროს. ამას გარდა, მოსკოვი განიხილავს მსგავს გეგმას ხერსონთან დაკავშირებითაც",-თქვა მაიკლ კარპენტერმა.

კარპენტერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები კონტროლირებადი ქალაქებიდან იტაცებენ ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, რათა ჩაანაცვლონ "ჯგუფებით, რომლებიც მოსკოვის მიმართ ერთგულები არიან".

მისი თქმით, იტაცებენ სკოლის დირექტორებს, ჟურნალისტებს, ადგილობრივ აქტივისტებსა და მუნიციპალური თანამდებობის პირებს. მისივე განცხადებით, ცნობების თანახმად, ამ რეგიონებში რუსეთის ძალებმა ჩაჭრეს ინტერნეტი და ბოჭკოვანი სატელეფონო კავშირები, რათა ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100