სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნიკა გვარამიას დაკავებით ბრიუსელში შეშფოთებულები არიან, ეს ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს ევროინტეგრაციაზე" - რიკარდ ჟოზვიაკი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შესახებ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკი საუბრობს და ამბობს, რომ პრემიერს საკმაოდ მკაცრი გზავნილებითა და შეკითხვებით დახვდნენ, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით.

ჟოზვიაკმა აღნიშნა, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო, ევროკავშირის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან.

ჟურნალისტის შეფასებით, ეს პროცესები ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

"ევროკავშირისთვის და მისი წევრობისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება, ხელშეუხებლობა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებით აქ შეშფოთებულები არიან. რა საკვირველია, ეს პროცესები ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

რაც შეეხება ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში, აქ ძალიან მკაცრი გზავნილები და კითხვები აქვთ საქართველოს ხელისუფლების მისამართით. განსაკუთრებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირმა რუსეთს უკვე სანქციების 5 პაკეტი დაუწესა, თუმცა საქართველოს მთავრობას არ მიუღია შესაბამისი ზომები. ეს იმ დროს, როცა საქართველოს აქვს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ბრიუსელს ძალიან მკაფიო და მკაცრი გზავნილები აქვს", - თქვა რიკარდ ჟოზვიაკმა "მთავარ არხთან".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100