სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აზოვის პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან უკრაინული დაზვერვა კავშირზე გავიდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო სამსახურები „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატყვევებულ მცველებს უკავშირდებიან. მისი სიტყვებით, კიევი ყველაფერს აკეთებს მებრძოლების გასათავისუფლებლად.

"სწორედ მათი [დაზვერვის სამსახურის] საშუალებით ვსწავლობთ დაკავების პირობებს, კვებასა და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი აქ უნდა იყვნენ, კიევში და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის", - უთხრა მონასტირსკიმ უკრაინულ მედიას.

„აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო - ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100