სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ივლისს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +29, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიან დღეს ვარაუდობენ, დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც უნალექო დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +29, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. გორში უნალექო დღე იქნება, +29 გრადუსია დღისით, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი. გამოიდარებს გუდაურშიც. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +17, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. უნალექო დღე იქნება გურჯაანშიც, სადაც დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით აქ +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100