სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცოპერაცია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - "ოცნება" კრიტიკული არხების დასანქცირებას ითხოვს

სპეცოპერაცია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - "ქართული ოცნება" მისთვის არასასურველი ტელევიზიების გაჩუმებას ყველანაირი მეთოდებით ცდილობს. ხელისუფლება ამჯერად კრიტიკული არხების დასანქცირებას ითხოვს. საუბარია "ტვ პირველზე", "ფორმულასა" და "მთავარ არხზე".

"ოცნებამ" მარეგულირებელ კომისიაში სარჩელი უკვე შეიტანა. ირკვევა, რომ მთავრობისთვის მიუღებელი ეთერში გასლი წინასაარჩევნო ვიდეორგოლები გახდა და ახლა ოპოზიციური არხებისთვის სოლიდური ფინანსური ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.

მარეგულირებელ კომისიას მიმართა "ქართულმა ოცნებამ" და "ქართული ოცნება" ბრალს გვდებს იმაში, რომ ჩვენ არაასაარჩევნო პერიოდში გავუშით პოლიტიკური რეკლამა. ამ სარჩულით არის მოსული სარჩელი. "ქართული ოცნება" ჩივის იმაზე, რომ მათი სინქრონებია გამოყენებული 24 ივნისის აქციის მოწოდების კლიპში, რომელიც აქციის ორგანიზატირებმა გამოუშვეს და ჩვენ ეს ეთერში გავუშით და ძალიან სასცილოა, როდესაც ანტიევროპული კამპანია მიმდინარეობს მთავრობის მიერ და ფაქტობრივად, პერსპექტივას უკარგავს ქვეყანას,პლიუს დამატებით, "ქართულ ოცნებას" ჰყოფნის თავხედობა, რომ მარეგულირებელი კომისია გამოიყენოს იმისთის, რომ ერთგვარად დაგვაჯარიმოს. ამის პრეცედენტი "მთავარ არხზე" უკვე იყო. მიზანი ამ ყველაფრის იქნება ფინანსური სანქციები. ეს ცხადია. ფაქტია, რომ ამისა მიზანი ნამდვილად არის, კიდევ და კიდევ, სიედაც კრიტიკული მედია როგორ მდგომარეობაში ვართ, ყველამ იცის, დიდი გასაჭირშ და წნეხში ჩაგდება, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუძლებთ, - ამბობს "ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100