სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას დღეს და ხვალაც ვარაუდობენ. რამდენიმე დღეა, საქართველოში მაღალი ტემპერატურა აღინიშნება. 2022 წლის ზაფხულის პიკი 2 დღის წინ თბილისში +37, ხოლო წყალტუბოში პლუს 41 გრადუსი იყო. სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას 18 აგვისტომდე ვარაუდობენ, მთიან რეგიონებში კი, მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობი ფაქტორია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 19 აგვისტოდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ორი ან სამი გრადუსით კლებაა მოსალოდნელი, თუმცა ცხელი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100