სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 ოქტომბერს ქუთაისში +21 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +16, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +13 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +20 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი. აქაც იწვიმებს. გუდაურში დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +8, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით აქ +10 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100