სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პრაქტიკულად, „ელ ემ სი“-ის პასუხისმგებლობის საკითხი მემგონი მოიხსნა" - კომპანიას, რომელმაც პროექტი მოამზადა, ეჭვი უჩნდება, რომ პროექტი თვითნებურად შეცვალეს

პროექტის ავტორების დაკითხვა ვაკის შადრევნის საქმეს თავდაყირა აყენებს. ირკევვა, რომ კომპნია "ელ ემ სი", რომელმაც ნახაზები გააკეთა, ტუმბოს მონტაჟი შადრევნიდან 15 მეტრში ჰქონდა დაგეგმილი.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ შეცვალა პროექტი? -მერიამ, რომელიც დამკვეთი იყო, თუ "გრინსერვისმა", რომელიც სამუშაობის შემსრულებელია.

საპროექტო ორგანიზაციის მტკიცებით, თავადაც გაოგნდნენ, როდესაც ნახეს, რომ სადენები აუზში პირდაპირ ჩაალაგეს.

კომპნია "ელ ემ სი"-ის უფლებადამცველი ზაზა ნაჭყებია „პირველებთან აცხადებს, რომ გამომძიებლები გუშინ შოკში ჩავარდნენ, როდესაც პროექტის ავტორმა საბოლოო ვერსია წარადგინა საგამოძებო სამსახურში. ამ პროექტის მიხედვით ტუმბო შადრევანში 15 მეტრის მოშორებით უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული.

სწორედ ამიტომ, კომპანიას, რომელმაც პროექტი მოამზადა, ეჭვი უჩნდება, რომ პროექტი თვითნებურად შეცვალეს, ისე, რომ მათთან არავის კონსულტაცია არ გაუვლია.

კომპანიის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ყველა კითხვა, რომელიც ახლა ამ პროექტის ავტორების მისამართით ისმოდა, გუშინდელი გამოკითხვის შემდეგ გაქრა.

პროექტში რამე ცვლილება რომ შეტანილიყო, უნდა მომხდარიყო მერიის საშუალებით დაკავშირება ჩვენთან. პირდაპირ გეტყვით, რომ ამრთლა ეჭვის დონეზე მაქვს, რომ პროექტში შეტანილი იქნა ცვლილება სამუშაოთა მსვლელობის პროცესში. ვინაიდან პროექტში წერია ასეთი რამ - ე.წ. ტუმბოები არის გატანილი მრგვალი შადრევანიდან გარეთ, სულ მცირე 15 მეტრის დაშორებით. არანაირი კაბელი წყლის ზედაპირზე არ არის. ყველაფერი ეს არის დამალული ისე, რომ წვდომა და ფიზიკური კონტაქტი ადამიანის არის გამორიცხული. კადრები, რაც ვნახეთ, რეალურად იქ არის კაბელები, ტუმბო ახლოს არის თუ საერთოდ შადრევანშია ესეც არ ვიცით. პრაქტიკულად, შპს „ელ ემ სი“-ის პასუხისმგებლობის საკითხი მემგონი მოიხსნა“. - ამბობს ადვოკატი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100