სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ, პოლიციის აგენტები იყვნენ

ქუთაისში, სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ, პოლიციის აგენტები იყვნენ.

საუბარია ორ მამაკაცზე, რომლებიც სკოლასთან არასრუწლოვნებს ხვდებოდენ, სექსუალურად ავიწროვებდნენ და მანქანით წაყვანას ცდილობდნენ.

ადვოკატების თქმით, დაკავებულები სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებენ, როგორც პოლიციის აგენტები.

უფლებადამცველები ამტკიცებენ, სწორედ აგენტ პროვოკატორების გამო სარგებლობდნენ ისინი ხელშეუხებლობით.

ბატონი ირაკლი დანგაძის საქმეში ფიგურირებს, როგორც პოლიციის მიერ შეგზავნილი პიროვნება, რომელმაც კამერა დაიმაგრა გულზე და შესაბამისად განახორციელა ამ პიროვნებასთან აუდიო ჩაწერა. არსებობს აუდიო ფაილი, სადაც აღნიშნული პიროვნება ადასტურებს, რომ არის მაღალჩინოსნების მიერ მიგზავნილი. ასევე ადასტურებს, რომ მაღალჩინოსნებმა დაუკვეთეს ირაკლი დანგაძის დაჭერა. ფიგურირებს თურმე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში, ასევე როგორც პოლიციის მიერ შეგზავნილი ე.წ. აგენტი". - ამბობს ადვოკატი.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის ორივე ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100