სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე" - გიორგი მამალაძის ადვოკატი

"საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე" - ასე ეხმაურება გიორგი მამალაძის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც იურისტი სოციალურ ქსელში წერს, ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ ჰქონია.

მისი თქმით, პირველ კომენტარს მედიასტან ის ერთ საათში გააკეთებს.

"ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა.
როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.
პირველი კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 14:30ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ. ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენატრებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები.
დიდი გამარჯვებაა! მადლობა ყველას " - წერს ჯანდიერი.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი და მე-6 მუხლის მეორე ნაწილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მამალაძისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100