სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლავროვი ბალიში ჩასვლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP

Associated Press-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინდონეზიაში, ბალიში ჩაფრინდა.

ლავროვი ბალიში G20-ის სამიტს უნდა დაესწროს.

ინფორმაციას მედია ინდონეზიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამმა ოფიციალურმა პირმა და სამედიცინო წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ რუსი დიპლომატი საკურორტო კუნძულზე მკურნალობდა. ყველა წყარომ იდენტიფიცირებაზე უარი თქვა.

ორმა ადამიანმა თქვა, რომ ლავროვი მკურნალობდა გულის პრობლემებზე. რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირებს დაუყოვნებლივ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა, ის დამსწრეებს არც ონალინ ფორმატში არ მიმართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100