სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ნოემბერს ქუთაისში +21 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც გამოიდარებს. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +17, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +17 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი. გუდაურში დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +10, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +20 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100