სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუგზარ ბაგრატიონის სამეფო ოჯახის კანცლერს, კახა ქორიძეს თაღლითობაში ამხელენ

სააქციო საზოგადოება სარკმლის (სახლმშენებელი კომბინატის) აქციონერი სერგო ჩივაძე საგანგებო წერილით მიმართავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს, მთავარ პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, რათა გამოძიებულ იქნას სააქციო საზოგადოება "სარკმელის“ გაკოტრებისა და სახელმწიფო ქონების განიავების საქმე.

როგორც ჩივაძემ "ჯეონიუსს" განუცხადა, სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელი, ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი, ნუგზარ ბაგრატიონის სამეფო ოჯახის კანცლერი კახა ქორიძე და მისი შვილი, მარიამ და გიორგი ქორიძეები დღემდე ყიდიან დაყადაღებულ ტერიტორიას. სააქციო საზოგადოება "სარკმელი" გადაჭიმულია 15 ჰექტარზე.

"ჩვენი ოჯახი არის საქციო საზოგადოებების აქციონერი, და აწ გარდაცვლილმა მამაჩემმა, ვიტალი ჩივაძემ პირადად კახა ქორიძეს გადასცა 20 000 (ოცი ათასი ) ამერიკული დოლარი, მას აღნიშნული თანხის სანაცვლოდ დაეთმო შენობა ნაგებობები. მან ითაღლითა, არ შეასრულა ჩემი ოჯახის წინაშე აღებული სიტყვიერი შეთანხმება და შენობა არ გადმოგვფორმა, რის გამოც მამაჩემი ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა. კახა ქორიძემ ისარგებლა თავისი გავლენით მაშინდელ მთავრობასთან და ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც იყო ყოფილი სახლმშენებელი კომბინატი "დესკა", ასევე ხაშურში ადგილმრეწველობის კომბინატი და სხვადასხვა რეგიონებში უძრავი ობიექტები, თაღლითურად ჩაიგდო ხელში"-აცხადებს სერგო ჩივაძე.

სერგო ჩივაძე ითხოვს, სახელმწიფო ორგანოები დაინტერესდნენ ბიზნესმენი გოჩა კუპრაშვილისა და მისი სიძის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, ლევან თევზაძის საქმინობითა და ბიზნესინტერესებით.

სერგო ჩივაძე აცხადებს, რომ მოსამართლე თევზაძის სიმამრი, გოჩა კუპრაშვილი არის საქართველოს სახელწიფოს წითელი ცირკულარით ძებნილ ემზარ კვიციანის ბიზნესების განმკარგავი, გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების განიავებასა და მითვისებაში ადანაშაულებს გია გაბიძაშვილს, რომელიც მისი თქმით, ანზორ ბურჯანაძის მარჯვენა ხელი და ნინო ბურჯანაძის ოფისის ხელმძღვანელი იყო ქუთაისში.

სერგო ჩივაძე საგანგებო წერილში მიმართავს ბაგრატიონების სამეფო გვარს და აღნიშნული კომბინატის ქონების განიავებაში კიდევ ერთხელ ამხელს კახა ქორიძეს.

"რაც შეეხება ბატონ ქორიძეს, რომელმაც ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა, რომ მე ვარ თაღლითი და ქურდი, მინდა შევახსენო, ხომ არ დაავიწყდა ის ფაქტი, რომ მან მამაჩემს მოტყუებით გამოსძალა 20000 დოლარი. ამის მერე მამა ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა და დღეს ის უარყოფს ამ თანხის გადაცემის ფაქტს“,-აცხადებს სერგო ჩივაძე და აღიშნული კომბინატის ქონების განიავებისა და თაღლითობის საქმეს უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100