სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ ეკლების გავლით წინ მივდივართ ვარსკვლავებისკენ, გვჯერა რომ ჩვენი ცრემლები შეიცვლება ბედნიერებით - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ გავუძელით ომის დასაწყისს, ჩვენ გავუძელით თავდასხმებს, დაშინებებს, ბირთვულ შანტაჟს, ტერორს, სარაკეტო დარტყმებს. ჩვენ გავუძლებთ ზამთარსაც. რადგან ჩვენ ვიცით რისთვის ვიბრძვით. ჩვენ ეკლების გავლით წინ მივდივართ ვარსკვლავებისკენ, ცოდნით თუ რა გველის გზის ბოლოს. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ცრემლები შეიცვლება ბედნიერებით, უიმედობას მოჰყვება იმედი და სიკვდილს დაამარცხებს სიცოცხლე", - წერს ზელენსკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100