სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია - პრეზიდენტი

მასწავლიან როგორ უნდა ვებრძოლო მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ორბელიანის სასახლის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ მიზანს პრეზიდენტზე ზეწოლა წარმოადგენდა:

ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არ ვიცი კარიერით თუ რა ფორმით თვლიან რომ შეძლება დამემუქრონ, ეს ადამიანები ახლა მასწავლიან, მიკითხვაენ მორალს და მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს რომელიც დღეს უკვე დაცემულია?! მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ, მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო ქართუ ბანკში, კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და პერსონალური ეს არ მინდა გავხადო. მაგრამ არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?! - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100