სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფერი იცვალეთ... ზრუნავთ არა ქვეყნის დემოკრატიაზე, არამედ ძალაუფლების გამყარებაზე - პრეზიდენტი "ოცნებას"

პარლამენტში სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა ისევ "ქართული ოცნების" კრიტიკით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მოქმედმა ხეილსუფლებამ ნელ-ნელა ფერი იცვალა და ქვეყნის ინტერესბზე ზრუნვის ნაცვლად საკუთარი ძალაუფლების გამყარებაზე ფიქრი დაიწყო. ამის მაგალიტად პრეზიდენტმა ის კანონები ცამოთვალა, რომელიც მტავრობამ დაჩქარებული წესით მიიღო.

დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლემაც ნელ-ნელა დაიწყო ფერიცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედს, გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები: მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და შემდეგ ახლადშექმნის, მოსამართლეების გამწესების წესშ ცვლილებების შეტანის და ბოლოს, უცხოელი აგენტების კანონი, ეს ყველაფერი ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას ან მოქალაქების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და განხანგძრილევებას, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100