სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა ბზობის ღამეს - ვარკეთილში კაცი მოკლეს

სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - გვიან ღამით, ვარკეთილში კაცი მოკლეს. მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

"პირველების" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მეზობლების თქმით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრები იყვნენ და დაპირისპირებაც ბზობის აღსანიშნავ სუფრაზე მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100