სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არა კერძო კლინიკაშია - ღარიბაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არა კერძო კლინიკაშია - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს იმისთის, რომ მთავრობას მესამე პრეზიდენტის წამება და მოწამვლა დააბრალოს.

"ის არის წარსული და არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი. სააკაშვილმა ბევრი შეცდომა ჩაიდინა, მძიმე დანაშაულები. ამიტომაც ციხეში კი არაა, კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მისი ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ, საქმე წაიღეს სტრასბურგში, სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100