სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ ვინმე რეალობას მოწყვეტილია, ეს არის „რუსული ოცნება“ - გიორგი კაპანაძე

თუ ვინმე რეალობას მოწყვეტილია, ეს არის „რუსული ოცნება“ და კახა კალაძე, რომლის განცხადებითაც, არ აინტერესებს, თუ რისი სჯერა დასავლეთს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, „რუსული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას არ ითვალისწინებს.

„რუსული ოცნება დაშორდა ქართველ ხალხს და დაუახლოვდა ბავშვების მკვლელ, პუტინის რეჟიმს, მისი ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოსათვის სახიფათოა.

თუ ვინმე არის რეალობას მოწყვეტილი, ეს არის “რუსული ოცნება” და კახა კალაძე, რომლის განცხადებითაც, არ აინტერესებს, თუ რისი სჯერა დასავლეთს. სრულიად აშკარაა, რომ დღევანდელი ვითარებით, ერთ მხარეს არის “რუსული ოცნება”, ხოლო მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი.

„რუსული ოცნება“ არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ნებას, რადგან მისი მიზანი ოლიგარქის დავალებების შესრულება და ხალხის ფულის მოპარვაა. ამიტომ, როდესაც კახა კალაძე მთავარი ძალის - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა”, თუ დასავლეთის შესახებ საუბრობს, უმჯობესია, გაიხსენოს ის დაპირებები, რომლითაც მან და “რუსულმა ოცნებამ” ამომრჩეველი გადააგდო, ხოლო ქვეყანა და ხელისუფლება მიიტაცა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ქართველი ხალხის პასუხი”, - განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100