სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული ოცნება ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, ხოლო სააკაშვილი, ქართველ ხალხთან ერთად, ამ რეჟიმის დამარცხების მთავარი ფაქტორი იქნება - გიორგი კაპანაძე

რუსული ოცნება ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, ხოლო სააკაშვილი, ქართველ ხალხთან ერთად, ამ რეჟიმის დამარცხების მთავარი ფაქტორი იქნება - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

“რუსული ოცნების მიზანია, შეცვალოს ცნობილი სიტყვების - “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი” შინაარსი და საქართველო დააბრუნოს ჭაობში.

ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სთავაზობს პროდასავლურ პარტიებს რომ შევთანხმდეთ ძირითად საკითხებზე. მაგალითად იმაზე რომ მთელი ძალისხმევა მივმართოთ არა ერთმანეთის, არამედ, რუსული და ხალხის გამღარიბებელი რეჟიმის წინააღმდეგ.

პრეზიდენტი სააკაშვილი, ამ რეჟიმის დამარცხებაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ოლიგარქი ივანიშვილი, ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება” - აცხადებს გიორგი კაპანაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100