სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩასაფრება მოუწყო და მაშინ მოკლა, როცა მოხუცები პენსიას იღებდნენ - ახალი დეტალები ველისციხეში მომხდარ ფაქტზე

ველისციხის ცენტრში მოკლული პენსიონერები, ექსპერტიზის ბიუროში გაასვენეს. 70 წლის გივი კობერიძე და მერაბ ზალაშვილი მეზობელმა სოფლის ცენტრში ავტომატით ცოტახნის წინ ჩაცხრილა.

საზარელი დანაშაულის ოფიციალური მოტივი უცნობია, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, სასტიკ მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული 32 წლის კაცია, რომელმაც მეზობლების მკვლელობის შემდეგ სოფლის ცენტრი დატოვა, თუმცა პოლიციამ მალევე აიყვანა.

ერთ-ერთი ვერსიით, 32 წლის კაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ის სახლში წავიდა, მკვლელობის იარაღი აიღო, მოხუცებს სოფლის ცენტრში ჩასაფრება მოუწყო და ორივე მათგანი მიჯრით მოკლა.

სოფელში ამბობენ იმასაც რომ მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის დაწესებულებაშიც კი მკურნალობდა.

სასტიკ მკვლელობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა გომელაურის უწყებამაც - შსს ამბობს, რომ კაცმა 2 პირი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100