სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკავებისას განმარტა, რომ განზრახ მოკლა საკუთარი მეუღლე - პროკურორი მარნეულში მომდარ ფემიციდზე

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი რუსთავის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. პროკურატურა აცხადებს, რომ უწყებას ფაქტის თვითმხილველი მოწმეების, მისივე დედის და შვილის ჩვენებები აქვთ, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დანაშაულის ფაქტს.

უწყების მტკიცებით, დაკავებისას ბრალდებულმა განმარტა, რომ განზრახ მოკლა საკუთარი მეუღლე .

პროკურატურა ასევე ამბობს, რომ ამოღებულია დანაშაულის იარაღი, ხანჯალი, რომლის გადამალვასაც ბრალდებული ცდილობდა.

გამოძიება დაკავებულისთვის უახლოეს მომავალში ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

"პროკურატურას აქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებითი საფუძველი ბრალდებულ ავაზ ხალილოვას წინააღმდეგ, კერძოდ, ეს გახლავთ ფაქტის თვითმხილველი მოწმეების, მისივე დედის და შვილის ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დანაშაულის ფაქტს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი, ეს გახლავთ სავარაუდოდ ცივი იარაღი ხანჯალი, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის არის და რომლითაც სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თავის მეუღლეს. ცდილობდა იარაღის გადამალვას, თუმცა გადამალვაში ხელს უშლიდნენ მისივე ოჯახის წევრები და მეზობლები, რომლებიც მომაკვდავი ქალის დასახმარებლად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. გამოძიების საწყის ეტაპზე, როდესაც მოხდა ბრალდებულის დაკავება, მაშინ ბრალდებულმა აღირა დანაშაული და შესაბამისად განმარტა, რომ მან განზრახ მოკლა საკუთარი მეუღლე. ჩვენების ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, ან შეცვალოს პოზიცია, ან აღიროს დანაშაული და ა.შ. შესაბამისად, ბრალდებულმა, რატომ გააკეტა ასეთი არჩევანი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უცნობია. გამოძიება გეგმავს უახლოეს მომავალში ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას", - ამბობს პროკურორი.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ცნობებით, ქმარმა ცოლს დანა გულ-მკერდში ჩაარტყა, კონფლიქტის დროს მათი 15 წლის შვილიც დაიჭრა. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100