სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იმის გამო მოკლეს, რომ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილდებოდა - აშშ-ის მისია OSCE-ში

ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისია ეხმაურება და რუსულ სისასტიკეს გმობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გინტურის მკვლელობა შეგვახსენებს, თუ როგორ აისახება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ქვეყნის მოსახლეობაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მზადაა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, კონსტრუქციული ჩართულობისთვის.

6 ოქტომბერს ბ-ნი გინტური სოფელ კირბალის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე, შემდეგ კი ეკლესიაში მივიდა, სადაც რუსეთის სამხედრო ძალებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იმის გამო მოკლეს, რომ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილდებოდა. ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას.

სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გამაგრებას, რაც განსაზღვრავს მის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. რუსეთს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულ და შეუზღუდავ წვდომას საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები ადამიანების ტანჯვა და გაჭირვება ძალიან გაჭიანურდა.

ჩვენ მივესალმებით თქვენს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა როლს კონფლიქტის მოსაგვარებლად მშვიდობიანი პროცესის დაცვაში და ვაღიარებთ ამ მისიის სირთულეს. 1 ნოემბერს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ანუ IPRM, ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, ელჩი მოშანუსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი ხელშეწყობით 115-ედ შეიკრიბა. შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთი-IPRM-ის ამ მიმდინარე შეხვედრებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მოსაზრებას, რომ გალის IPRM-ი დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს წინაპირობების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100