სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არანაირ უხერხულობას არ მიქმნის - მდინარაძე სიმონიანის ქებაზე

ქებათა ქება მოსკოვიდან - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მარგარიტა სიმონიანის ქება არანაირ უხერხულობას არ უქმნის, რადგან საერთოდ არ აინტერესებს, რუსი პროპაგანდისტი რას იტყვის.

მდინარაძის თქმით, რუსები "ოცნების" ქებით ხელს უწყობენ "ნაცმოძრაობის" კლასტერის პროპაგანდას.

რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მდინარაძე ისევ იმეორებს, რომ საქართველოს არ აწყობს რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

თქვენი დილა, როგორც ჩანს, იწყება და ჩვენ კარგად არ ვიცნობთ რუსულ ინფორმაციას, პრესას და მათ გამონათქვამებს ყოველ დილით არ ვეცნობით. როგორ ხერხდება ის, რომ რუსი პროპაგანდისტები ცდილობენ, მოიწონონ ჩვენი განცხადებები, ამით თქვან, რომ ჩვენ რუსეთი მოგვწონს, იგივეს აკეთებს "ნაცმოძრაობის"კლასტერი. ანუ, პოზიციები, რომ თითქოს, "ქართული ოცნება" პრორუსულია და თითქოს, "ქართულ ოცნებას" მოსწონს რუსეთი, აქვს ორ მიმართულებას. ერთი, ეს არის რუსული პროპაგანდა და მეორე, ეს არის "ნაცმოძრაობის", ანუ თქვენი პროპაგანდა. ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს, ამ შემთხვევაში ისინი ქებას კი არ დაგვიწყებდნენ. ძალიან კარგად იციან მათ, რომ მხოლოდ ამ ჭრილში, ამ რაკურსში, მათი განცხადებები შეიძლება, რომ აზიანებდეს "ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელს ან ზოგადად "ქართულ ოცნებას". ამის მიუხედავად, ისინი რომ ხელს უწყობენ "ნაცმოძრაობის" კლასტერის პროპაგანდას, ეს მოსაკითხი ამბავია. არანაირ უხერხულობას არ მიქმნის. ოკუპანტი ქვეყნის პროპაგნდისტი რას იტყვის ჩემივე ნათქვამ სიმართლეზე, მოიწონებს თუ გამლანძღავს, საერთოდ არ მაინტერესებს. ახლა მოისმინეთ ჩემი პასუხი, საერთოდ არ მაინტერესებს, რას იტყვის ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი, მათ შორის, ეს პროპაგანდისტი იქნება თუ არა. მე ვამბობ სიმართლეს, რომ დიახ, საქართველოს არ აწყობს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რადგან პირველ რიგში, დააზიანებს საქართველოს". - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მარგარიტა სიმონიანმა სოცილურ ქსელში მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100