სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში ღამით ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, გვიან ღამით, "მაჭახელას" მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს - ინფორმაციას TV25 ავრცელებს და წერს, რომ დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

TV25-ის თქმით, მათ კლინიკა მალევე დატოვეს, რადგან მძიმე ჭრილობები არ აღენიშნებოდათ და მათ სიცოცხლეს საქმე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100