სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი რეანიმაციაშია - ქაშიბაძე მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ის მძიმე დაზიანებებით აჭარიდან თბილისში დამწვრობის ცენტრში გუშინ გადმოიყვანეს და ხეჩინაშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ასეთი სერიოზული დამწვრობის შემთხვევა ამ წელს ბევრი არ უნახავს.

დაზიანებები მიღებული ჰქონდა. პიროტექნიკა ჩაუვარდა საწვავით სავსე ჭურჭელში, რამაც გამოიწვია აფეთქება დაა აალება. დაზიანება აქვს სახეზე, კისრის წინა ნაწილზე, მკერდზე და ორივე ზედა კიდურზე, საეჭვო არის სასუნთქი გზების დაზიანება. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი საკმაოდ სერიოზულია. ასეთი სერიოზული დამწვრობის შემთხვევა ამ წელს ბევრი ამ მახსენდება",- ამბობს გუგა ქაშიბაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100