სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა

საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მიიღო, შარლ მიშელმა კი ამის შესახებ X-ზე დაწერა.

"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს ანგარიში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით" - წერს მიშელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100