სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველ არხზე ჩემი გადაცემა აღარ გავა - დავით გორგილაძე

პირველ არხზე "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" აღარ გავა - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა თავად გადაცემის წამყვანმაც.

"მომდევნო წლიდან "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას გორგილაძე.

"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 29 დეკემბერს გავა. დავით გორგილაძე მაუწყებლის თანამშრომელი აღარ იქნება - მისი თქმით, მაუწყებლს თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.

ირკვევა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას ხურავს, რის შესახებაც არხის თანამშრომლების ნაწილი უკვე ფლობენ ინფორმაციას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორი, რუსუდან მანჯგალაძე ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100