სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედიკოსები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ - დაიხევს თუ არა აზარაშვილის უწყება უკან?

მედიკოსები ზურაბ აზარაშვილის სამსახურთან იკრიბებიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები წუთი-წუთზე სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ. ექიმები ქუჩაში ხმაურიანი პროტესტისთვის ემზადებიან, მინისტრი კი მათ მერვე სართულზე, საკუთარ კაბინეტში ელოდება.

აზარაშვილს მოლაპარაკებები უნდა, თუმცა ექიმების მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება. მედიკოსები რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. ისინი მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ.

ამ ეტაპზე არ ვაპირებთ ( მინისტრთან შეხვედრას), იმიტომ, რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა დღეს არის რესპუბლიკურის ნგრევის გადაწყვეტილების შეჩერება ან გაუქმება და მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ მინისტრთან ან სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე. ანუ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რჩება უცვლელი: გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულიად უსაფუძვლო, სამარცხვინო, ნგრევის გადაწყვეტილება, - ამბობს მაია სულაქველიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100