სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არის სურვილი, ათეისტად მომნათლონ, მე ვარ ის, რაც ვიყავი - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი მის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს - "ზოგიერთი წრეებიდან არის სურვილი, რომ მე მომნათლონ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი , ათეისტად"- ამბობს ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ის ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან დადიან სურათებისთვის, ზიარებაზე დადიან სურათებისთვის და ამ ყველაფერს იყენებენ პიარისთვის".

"ქართულმა ეკლესიამ მუდმივად შეინარჩუნა კი არა, დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში - მე არ მესწავლება, არაფერი მაქვს ასახსნელი, უნდა დასრულდეს ინტერპრეტაციები"- თქვა პრეზიდენტმა.

მე არ შევცლილვარ, მე სულ მჯეროდა და დღესაც მჯერა. მე ეს ვთქვი იმ კითხვაზე პასუხად, არის თუ არა ქართული ეკლესია პრორუსული და პასუხი იყო, რომ მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ იქნება როგორც იყო ქართული ეკლესია, პროდასავლური, პროევროპული, იმიტომ რომ ქართულმა ეკლესიამ შეინარჩუნა კი არა დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში. ეს მე არ მესწავლება და მე არაფერი მაქვს ასახსნელი.

უნდა დასრულდეს ინტერპრეტაციები, როდესაც ხალხს უტრიალებენ, ვითომ შეურაცხყოფას, რომ როგორ შეიძლება ასეთი რამე თქვა, არაფერი არ მითქვამს. მაგრამ მე არ შემიძლია გავჩუმდე იმაზე, რომ არის მცდელობა მუდმივი დისკრედიტაციის, ყველა კუთხით. ამავე დროს სულ მიდის საუბარი, რომ პრეზიდენტი არაფერი არა არის, არ აქვს არანაირი როლი , არაფერს არ ამბობს პარლამენტში გამოსვლის დროს, თუ ასეა რა საჭიროა ასეთი დისკრედიტაცია მუდმივად? ყოველდღიურად ისმის ჩემი სახელი სხვადასხვა ბრალდებებით. მე ვარ ის, რაც ვიყავი და რაც ვიქნები მუდამ, არაფერი შეცვლილა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100