რუსული მედია: სპეცსამსახურებმა ვლადიმირ პუტინზე თავდასხმა აღკვეთეს

რუსული მედია და რამდენიმე უცხოური გამოცემა ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ რუსულმა და უკრაინულმა სპეცსამსახურებმა რუსეთის პრემიერ–მინისტრზე ვლადიმირ პუტინზე თავდასხმა აღკვეთეს – ეს ინფორმაცია დღეს დილით რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა გაავრცელა.

არხის ცნობით, ოდესაში საერთაშორისო ძებნაში მყოფი ბანდიტები დააკავეს, რომლებსაც, მათივე აღიარების თანახმად, ვლადიმირ პუტინზე თავდასხმა ჰქონდათ დაგეგმილი – 4 მარტს, არჩევნების დასრულებისთანავე. თავდასხმა მოსკოვში უნდა მომხდარიყო.

რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა გადმოსცა, რომ დაკავებისა და დაგეგმილი თავდასხმის დეტალებს საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში დაუბრუნდება.

ვლადიმირ პუტინის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თავდასხმის აღკვეთის ფაქტი დაადასტურა: „ინფორმაციას ვადასტურებ, მაგრამ კომენტარისგან თავს ვიკავებ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარი