სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმუშევარმა ცოლ-ქმარმა ბიძინა ივანიშვილს 15 ათასი ლარი ჩაურიცხა

უმუშევარმა ცოლ-ქმარმა ოლიგარქს 15 ათასი ლარი ჩაურიცხა. კონტროლის პალატამ ივანიშვილის პარტიისთვის არაკანონიერი გზით ფულის გადარიცხვის მორიგი სქემა გაშიფრა. უწყებაში უკვე დაიბარეს ბესიკ მუმლაური და თამარ ჩიტაია. სწორედ, მათ გადაურიცხეს ბიძინა ივანიშვილს 15 ათასი ლარი.

ბესიკ მუმლაურმა 10 ათასი, ხოლო მისმა მეუღლემ 5 ათასი ლარი. როგორც კონტროლის პალატაში მისულმა ცოლ-ქმარმა განაცხადა, მათ ოლიგარქთან პირადი შეხება აქვთ და ბიძინა ივანიშვილს თანხა პირადი დანაზოგიდან გადაურიცხეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სწორედ ივანიშვილის მიერ გაცემული ფულადი დახმარებებია, რომელიც მსგავსი გადარიცხვებით ოლიგარქს უკან უბრუნდება.

ასევე ვახტანგ ედიშერაშვილი იმყოფებოდა დღეს კონტროლის პალატაში, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს 10 ათასი ლარი გადაურიცხა, თუმცა თავად ედიშერაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს.

კონტროლის პალატაში იმყოფებოდა მარიამ მეტრეველიც, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ჩაურიცხა 10 ათასი ლარი, აღნიშნული თანხების გადარიცხვა მოხდა თებერვლის დასაწყისში, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და კონტროლის პალატა ადგენს თუ რამდენად კანონიერი აღნიშნული თანხების გადარიცხვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100