სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამ მახნიაშვილს კანადაში დაკრძალავენ

ტორონტოში გარდაცვლილ მარიამ მახნიაშვილს კანადაში დაკრძალავენ, - ოჯახის გადაწყვეტილება მოზარდის დედამ გაახმიანა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საბოლოოა და დედა ვარაუდობს, რომ დაკრძალვის დღეს კანადელი სამართალდამცველები რამდენიმე საათით სასჯელაღსრულების ადგილიდან მარიამის მამასაც გამოუშვებენ.

მარიამ მახნიაშვილის მამა მეორე წელია, ექვსწლიან სასჯელს იხდის შარშან მომხდარი თავდასხმისა და ჩხუბის გამო.

მარიამ მახნიაშვილის ცხედარი კანადის პოლიციამ ტორონტოს შორიახლოს, ხევში იპოვა. მოზარდი 2009 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. ცხედრის პოვნის შემდეგ პოლიციამ ყველაზე სარწმუნოდ მარიამ მახნიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია მიიჩნია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100