სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტორონტოში მარიამ მახნიაშვილი დაკრძალეს

ტორონტოში მარიამ მახნიაშვილის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ცერემონიის გადაღების უფლება მედიას არ მისცეს, თუმცა ცნობილია, რომ მას 100-მდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის იმ კოლეჯის მოსწავლეები, სადაც მარიამი სწავლობდა და გამომძიებლები, რომლებიც მისი გაუჩინარების საქმეს იკვლევენ.

შვილის დაკრძალვის ცერემონიას ვერ დაესწრო ვახტანგ მახნიაშვილი. სასამართლომ მას საპატიმროს დატოვების უფლება არ მისცა. ვახტანგ მახნიაშვილს ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოზარდი 2009 წლის 14 სექტემბერს გაუჩინარდა. ორწელიწად-ნახევრის შემდეგ გოგონას ცხედარი გამვლელებმა ტორონტოს ჩრდილოეთით, ხიდის ქვეშ იპოვეს.

ამ დრომდე სიკვდილის ერთადერთ მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. პოლიციას ზუსტი ვერსია არ აქვს, ოჯახი კი დღემდე დარწმუნებულია, რომ მარიამი გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100