ლეიბორისტები: ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას გიჟად თვლიდა

ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას გიჟს უწოდებდა და მიიჩნევდა, რომ მას სიცოცხლე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა დაესრულებინა, - როგორც ლეიბორისტებმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „პრესა.ჯი“-ს უთხრეს, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი განცხადებები როგორც პირადი საუბრების დროს, ასევე იმ დროს მოქმედ ჟურნალისტებთან, დღესაც ბევრს ახსოვს.

ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა მოუწოდებს იმ ადამიანებს, ხმამაღლა გააცხადონ ეს ფაქტი და დაადასტურონ, რომ ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი და მეგობრობდა მათთან, ვინც პირველ პრეზიდენტს იარაღით ებრძოდა.

თავდაპირველად ეს დეტალი საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა „პრესა.ჯი“-მ, შემდეგ კი სხვა ინტერნეტ-მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას მიმართ ამ დრომდე აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

თავად ბიძინა ივანიშვილს ან მის გარემოცვას კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია, მხოლოდ მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ის არ გამხდარა მსგავსი ინტერვიუს ჩაწერის მოწმე, სადაც ბიძინა ივანიშვილი მსგავს რამეს იტყოდა, თუმცა, დაამატა: „არა მგონია, ასე ეთქვა“.

კომენტარი