სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახი კალაძე კახაბერ კალაძის მამა გახდა

ცნობილ ქართველ ფეხბურთელს კახა კალაძეს მეორე ვაჟი შეეძინა. პატარა, მამის სრული სეხნია კახაბერ კალაძე ქვეყანას მილანში, 4 მაისს, გამთენიისას მოევლინა. ჩვილი 3.200 კგ დაიბადა. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა და როგორც დედა, ასევე ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

კახა კალაძემ „ფეისბუქზე“ უკვე გაავრცელა ახალდაბადებული კახაბერის ფოტო, სადაც ის სამშობიარო სახლში, პერსონალურ საწოლში, პერსონალური ნომრითაა გადაღებული. რა თქმა უნდა, ფეხბურთელი ძალიან გახარებულია და ნაცნობ-უცნობებისგან მილოცვებსაც მრავლად იღებს. შეგახსენებთ, რომ ანუკის და კახას უკვე ჰყავთ ვაჟიშვილი - 3 წლის ლევანი.

„დრონი.ჯი“ ულოცავს კახა კალაძეს ვაჟიშვილის შეძენას, პატარას კი ბედნიერებას, ერთიან, თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას უსურვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100