ფბ-გვერდზე „მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია“ ბიძინა ივანიშვილის ციტატები პოპულარულია

ფბ-ში ერთ-ერთი ახლადშექმნილი გვერდი „მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია“, აქვეყნებს „დრონი.ჯი“-ს მასალის ფრაგმენტს ბიძინა ივანიშვილის ბოლო პრესკონფერენციიდან, სადაც პრემიერ-მინისტრის ციტატები სფეროების მიხედვით იყო გადანაწილებული. სტატუსს თან ერთვის ფოტომონტაჟი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ხორცსაკეპი დანით ხელშია გამოსახული:

"ბიძინა ივანიშვილის ციტატები ბოლო პრესკონფერენციიდან:

სამართალდამცველ სტრუქტურებზე, სასამართლოზე და ცვლილებებზე ამ კუთხით:

„პროკურატურაც და პოლიციაც ხალხის სამსახურში დაბრუნდა და შეწყდა ის ძალადობა, რასაც პროკურატურა და პოლიცია ატარებდა წინათ“;

„არ მგონია, რომ საჯარო მოხელეებმა მასობრივად დაკარგეს სამსახური, მიმდინარეობს ფორმირების პროცესი და გაგრძელდება მე ვიტყოდი, გასუფთავება.“

„ჩვენ ვცდილობთ, სასამართლოს შევუნარჩუნოთ დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც ჰქონდა“.

„ვერავინ გაბედავს ჩინოვნიკების მხრიდან კერძო მესაკუთრის ჯიბეში ხელის ჩაყოფას. წინასაარჩევნო პერიოდში უფრო იშვიათად ვახსენებდი, დღეს კი ყოველდღე ვახსენებ მთავრობის წევრებს - ხომ არ გავიწყდებათ, რომ სახალხო ხელისუფლება მოვედით-მეთქი“.

მედიაზე:

„იმედი დაუბრუნდა რეალურ მესაკუთრეს, ჩვენგან ჩაურევლად. რუსთავი-2-ზე, როგორც თქვენგან ვიცი, ორი მესაკუთრე ჩივის, ჩემი გადმოსახედიდან, რეალური მესაკუთრეები, მაგრამ არ მინდა, ჩემი აზრი თავს მოვახვიო ვინმეს, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“.

„საზოგადოებრივი ტელევიზია ძირითადად, ემსახურებოდა ერთ გუნდს, უნდა მოხერდხდეს, და მე ვცდილობ, არ მოხდეს უხეში ჩარევა, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ ემსახურებოდეს არავის ინტერესებს“.

„თუ ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე გალაშქრებას ვინმე გაბედავს, მე გაძლევთ პირობას, რომ პირველი შევეწინააღმდეგები“;

„ჟურნალისტებმა, როცა ახალ დაპატიმრებებს აშუქებთ, იქვე შეგიძლიათ გაიხსენოთ, რამდენი რიგები დგას პროკურატურასთან, საჩივრების“;

„მინდა შევახსენო ბატონ გიორგი ჭანტურიასაც, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვის ემსახურებოდა ეს ტელევიზია“.

„პირველი არხის“ ჩანაცვლებაზე „მეცხრე არხით“:

„თუ პირველი არხი გახდება ჭეშმარიტად საზოგადოერბივი ტელევიზია და ხალხს ეცოდინება, ვინ არის ბორდში და რას საქმიანობს ეს ტელევიზია, მე ვაპირებ, „მეცხრე არხის“ კუთვნილი ტექნიკა გადავცე „პირველ არხს“ როგორც ვიცი, მათაც მოძველებული ტექნიკა აქვთ და კარგი იქნება, თუ ჟურნალისტებსაც მაქსიმალურად გადაიყვანენ თავიანთ ბაზაზე. თუ ეს ვერ მოხერხდა, მე ვეცდები, „მეცხრე არხის“ ბაზაზე შეიქმნას ჭეშმარიტად საზოგადოებრივი არხი. ახლა ამას კუდს მოაბამენ, რომ დაფინანსება შეუწყდება პირველ არხს და ასე შემდეგ. მე არ მინდა არცერთი ჟურნალისტის დარჩენა უმუშევრად...“

წინა ხელისუფლებაზე, დაკავებებზე

„ხალხმა იმ იდეოლოგიაზე, რაზეც წინა ხელისუფლება იყო დაფუძნებული, ამაზე უარი თქვა და ხმა არ მისცეს. უმცირესობაში მყოფები ისევ ძალადობენ და ცრუობენ. ის დაპატიმრებები, რაც საქართველოში ხორციელდება, განსაკუთრებით კითხვებს აჩენს ევროპასა და აშშ-ში და ჩვენ ვახერხებთ მასზე პასუხის გაცემას.“;

ახალაიას დაპატიმრების შემდეგ ლამის ცოტნე დადიანს ადარებენ და მეორე, როცა ჭანტურია პარალელს ავლებდა და სიმბოლურ თანხვედრაში მოჰყავდა 2008 თუ 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარი ფაქტები, ამ დროს კი ბიუჯეტთან დავალიანება 3 მილიონ ლარზე მეტია, ეს ორი ვარიანტი მინდა გავაერთიანო და შევახსენო ბატონ ჭანტურიასაც, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვის ემსახურებოდა ეს ტელევიზია“

„ახლა პირდაპირ ვერ ახერხებენ ძალადობას და ძალადობენ ჩვენს ცნობიერებაზე. მინდა მივმართო მათ, რომ ნუ ჰგონიათ ქართველი ხალხი ასეთი გონებაჩლუნგი. ისევ სიცრუეში უნდათ, გვამყოფონ“;

„დანაშაული ჩაიდინეს და იმის ნაცვლად, რომ სიმართლეში იცხოვრონ, რაღაც, ბოდიშისმაგვარი პოზიცია დაიკავონ, აგრძელებენ უნიჭობას და აქეთ გადმოდიან შეტევაზე, რაც პროკურატურაში რიგებს ვერ შეამცირებს. არადა, კითხვები ჩნდებოდა ევროპაში და ჩვენ მოვახერხეთ პასუხის გაცემა, კითხვები აქვთ ამერიკელებსაც - მათ მიაჩნიათ, რომ რაც არჩევნებზე და ხელისუფლების გადაბარებით მოხდა, ამ დაჭერებით არ უნდა გაფერმკრთალდეს, მაგრამ ამაში მე ისევ წინა ხელისუფლებას ვადანაშაულებ“.

ხელისუფლებიდან წასვლა-არწასვლაზე:

„ძალიან დიდი მითქმა-მოთქმაა ჩემს წასვლასთან დაკავშირებით, რომ მე გამოვთქვი 2014 წელს პოლიტიკიდან წასვლის სურვილი, თითქოს მე გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე არსადაც არ წავალ, თუ საზოგადოებაში გაჩნდება ეჭვები, თითქოს მე გავრბივარ, რომ ისევ დავბრუნდე და ასე შემდეგ.“

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ან მის მიმართ სამართლებრივ დევნაზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე:

„როიტერი“: „დღეს თუ არის იმპჩმენტი აქტუალური და როდის უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, თქვენი აზრით?“

ბ.ი - „პოლიტიკურად ამ საკითხის დაყენება არ მოხდება, მაგრამ კონსტიტუციის გადახედვა ნორმალური პროცესია, ოღონდ არა ისე, როგორც მანამდე აკეთებდნენ.“

„ამ არჩევნების შემდეგ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა და ლოგიკური იქნებოდა, ამ გამარჯვებას პრეზიდენტიც დაქვემდებარებოდა. არსად ასეთი კონსტიტუცია არ არის.“

„როიტერი“ აზუსტებს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ქვეყანა ხდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თავის მხრივ ბიძინაც აზუსტებს: „ჩვენ შევეცდებით, უფრო ადრე შევიდეს კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერები უფრო ადრე გადავიდეთ ამ მოდელზე, ამასთან, შევინარჩუნოთ პრეზიდენტი, რადგან იმპიჩმენტი ცუდად ჟღერს.“

„მე-9 არხი“: - დასაბუთებული ბრალდებების შემთხვევაში შეიძლება თუ არა ქვეყნის ხელისუფლების მაღალ პირებზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები, თუნდაც პრეზიდენტზე?

ბ.ი. - „კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ასე, რომ განუსაზღვრელი დაპატიმრებები იყოს და პრეზიდენტს შეეხოს ეს, ეს არაა ჩემი ინტერესი და არც საზოგადოების. მაგრამ მეორე მხრივ, როგორ უნდა შევაჩერო ეს პროცესი ხელოვნურად, რომ დავუძახო პროკურორს ან მოსამართლეს და ვუთხრა - გააჩერეთ საქმეებიო? მე მირჩევნია, უფრო ადრე წავიდე ხელისუფლებიდან, ვიდრე ეს გავაკეთო - არ ვიცი, რა ძალამ უნდა მაიძულოს...“

„პრეზიდენტის ასეთი სასახლე შეესაბამება ფეოდალური სახელმწიფოს პირველ პირს“.

კოაბიტაციაზე, თანამშრომლობაზე პრეზიდენტთან და წინა ხელისუფლებასთან:

„ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ ისე, რომ ბოკერიასთან დავჯდეთ და წითელი ხაზები ვავლოთ, ვის როგორ მოვექცეთ. ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ მხოლოდ კანონის პატივისცემის დონეზე. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და იმას, რამდენადაა თანხვედრაში ეს კოაბიტაციასთან, მე მგონია, რომ თანხვედრაშია. რაც შეეხება ცვლილების პროცედურებს, ჩემი გადასახედიდან ხმა იმაზე მეტი იქნება, რაც ცვლილებისთვისაა საჭირო.“

„არაა ისე, როგორც მათ ჰგონიათ, რომ მე ვკარნახობ პროკურორს, ვინ დააკავოს და ვინ არა. მასთან შეხვედრას მე კვირაში ერთხელ, 5 წუთით თუ ვახერხებ. არ არის ისე, როგორც მათ დროს იყო.“

ევროპის, აშშ-ის რეაქციებზე დაკავებებისადმი, შემდგარ და დაგეგმილ ვიზიტებზე:

„ვაშინგტონში ვიზიტი წინასწარი განცხადებებით, ნოემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ ევროპაში ყოფნის ოთხმა დღემ მაჩვენა, რომ ხელისუფლების ვერტიკალს გამაგრება და სერიოზული მიხედვა სჭირდება. ძალიან ძვირად დაგვიჯდა ის ოთხი დღე განვითარების თვალსაზრისით, ამიტომაც, აშშ-მ ჩემი თხოვნა გაიზიარა და ვიზიტს მომავალ წელს დავგეგმავთ, როგორც კი ამისთვის გვექნება უკეთესი პირობები“;

„ჯერ კიდევ ლობირებენ, დარჩათ ეს კავშირები. ვერ მოგეხმარებათ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში დაფიქსირდა ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს მოახერხა სააკაშვილმა. საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის. ნუ ცდილობთ ვინმე იმის მტკიცებას, რომ ეს იყო საზოგადოებრივი არხი. დიახ, საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი. ჩვენი ოპონენტები რომ გარედან საყვედურების ოსტატები არიან, ეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად არ იცის?“;

„რუსეთში ჩემი ვიზიტი ვერ შედგება, რადგან რუსეთს საელჩოები აქვს სოხუმსა და ცხინვალში. შეიძლება სადმე სხვაგან მოხერხდეს ეს შეხვედრა, მაგრამ რუსეთისგან პასუხი არ არის და ეს შეხვედრა არც არის დაგეგმილი, რაც შეეხება აშშ-ში ვიზიტს, რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზე უნდა მომხდარიყო“;

"რახან მე ვერ წავედი, არ წავედი ვაშინგტონში, შეიძლება ჩემი შემდეგი ვიზიტი შედგეს ბაქოში".

რუსეთთან ურთიერთობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე:

„ჩვენ ვცდილობთ, რომ სახალხო დიპლომატიის სახით დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ მოვედით ამისთვის. რუსეთთან მყისიერად რომ დაიწყოს მოლაპარაკება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, არაა გამორიცხული, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე საუბარი ნაადრევია.“

„რაღაც გეოპოლიტიკურმა პროცესებმა შეიძლება ხელი შეუწყოს იმას, რომ ასეთი სეპარატისტული რეგიონები აღარ გახდეს საჭირო, მათ შორის, ამაში რუსეთიც დარწმუნდეს, “.

ამნისტიაზე და კრიმინალის მოსალოდნელ მატებაზე:

"რა თქმა უნდა, ამნისტია გარკვეული დროის განმავლობაში გაზრდის კრიმინალს, საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს, ცოტა უნდა გავიჭირვოთ, მაგრამ არსებობენ შესაბამისი ორგანოები, ზოგიერთს უკან შებრუნება მოუწევს".

ტარიფების დაწევის შესაძლებლობებზე:

„ვერ მოვახერხეთ გარკვევა ბოლომდე, როგორ ხდება ფასთწარმოქმნა ელექტროენერგიაზე. ალბათ, მალე გავერკვევით. შესაბამისად, ის განახევრებული ტარიფები, რომელზეც ვსაუბრობდით, მეც გავაკეთე ზუსტად ორჯერ განცხადება, ალბათ არ გამოვა, ცოტა გადაჭარბებული იყო ალბათ“.

პოლიტპატიმართა სიაზე პირადი პასუხისმგებლობის აღების შესახებ:

„მაესტრო“ - იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ ორასკაციან სიაზე პოლიტპატიმრების შესახებ?

„მე არ მიმიღია მონაწილეობა განხილვაში, არ ჩავრეულვარ, თვითონ განიხილავენ და მიიღებენ“.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე:

„თუ ვერ მოახერხებენ შეცვალონ რიტორიკა, ცოტა მოგვიანებით ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ, ვკითხოთ ხალხს, გავყვებით არჩევნებში და ამ ფინანსებს მე გადავიხდი პირადად, რომ საზოგადოება არ დაზარალდეს“;

„ისეთ სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთ, მართლა გავაოცებთ ევროპას“.

ინვესტიციების მოზიდვაზე, სოფლის მეურნეობაზე და ეკონომიკაზე:

„შეიქმნება საინვესტიციო ფონდი, ეს ჩემი იდეაა. არ იქნება დაძალება, მაგრამ ყველა მდიდარ ქართველს შეეძლება შეიტანოს თანხა. ეს ფონდი დაეხმარება უცხოელ ინვესტორებს. ნებისმიერი ინვესტორი, თუკი განაახორციელებს მინიმუმ, 25% ინვესტიციას, 75% იქნება ადგილობრივი ინვესტიციით მხარდაჭერილი. ეს ხელოვნურად დააჩქარებს ინვესტიციის პროცესს ქვეყანაში. ამასთან, ვაპირებთ კრეატიული ორი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლებიდან ერთი მაკროდონეზე შექმნის პორტფელს, სად უფრო საინტერესოა კაპიტალის დაბანდება, მეორე ნაწილი კი გააცნობს ამ პორტფელს ინვესტორებს.“;

„ძალიან საინტერესო მინისტრი ჰყავს სოფლის მეურნეობას, ჩვენ ნაადრევად შევთანხმდით, რომ მინისტრი იქნებოდა. საქართველოში მიწათსარგებლობის რეგისტრაცია არ ჰქონდა მოსახლეობის 80%. ამას მოვაგვარებთ და უპრეცენდენტო საგაზაფხულო ხვნა-თესვის ჩატარებას ვაპირებთ. ერთმილიარდიან ფონდს რაც შეეხება, საგაზაფხულოდ ვაპირებთ პირველი ხარჯთაღრიცხვის წარმოებას, ვაპირებთ მოტო-ტექნიკის შემოტანას, სამელიორაციო სამუშაოების ჩატარებას, ვაპირებთ საშუალო და მცირე საწარმოების შეძენას, 60 მაინც, რომ თითო რეგიონში თითო მაინც გაჩნდეს. ვაყალიბებთ სისტემას, რომელიც გასცემს იაფ კრედიტებს ფერმერებზე.“

„უნდა მოვახერხოთ, რომ წლევანდელ გაზაფხულზე... წელს არ გვექნება სამწუხაროდ, მომავალ გაზაფხულზე ვაპირებთ, რომ საქართველოში მოიხნას უპრეცენდენტო მასშტაბის მიწა“.

იუსტიციის სახლებზე:

„რა არის ეს იუსტიციის სახლები, რა აუღებელი სიმაღლე გახდა? ააშენეს, მერე რა?“

ზურაბ ადეიშვილზე:

„რომ დაუძახონ ადეიშვილს, არ ჩამოვა? მე არ ვიცი, გაქცეულია თუ არა, იქნებ წასულია და ისვენებს?“

ირაკლი ოქრუაშვილზე:

„რაც შეეხება ოქრუაშვილს, კაცი დილით ჩამოსულა და მე და მაია ფანჯიკიძემ საღამოს გავიგეთ. არავის არანაირი გარანტია არ ექნება, ვინც დამნაშავეა, დაისჯება და ვინც არა, იცხოვრებს მშვიდად“.

კურიოზული დეტალები:

"ქართულად ვუპასუხო თუ რუსულად? (აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა კითხვა რუსულად დასვა, რედ.) როგორაა უფრო სწორი? მე მირჩევნია ქართულად, იმიტომ რომ 10 წელია, რუსულად არ მილაპარაკია და შეცდომები მაქვს, მერიდება".

„სადილის გარეშე კი დავრჩი, მაგრამ შეხვედრის ჩაშლა არ შეიძლება“.

„ისეთი ტემპით ვმუშაობ, რომ ინფორმაცია მეორადად მიმაჩნია“.

"იძულებით დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები, თუ პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ერთგავარი დეფოლტი, თუ რა ჰქვია იმას, იქნება - მე ვერ დავნიშნავ, არ მაქვს ამის რიჩაგი".

„ტაბულას“ კითხვაზე, რატომ გადგა სახელმწიფო გვერდზე ნიგვზიანის მოვლენების დროს, როდესაც უმცირესობის ფუნდამენტური უფლება დაირღვა - ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმცირესობას მინდა კულტურულად მოვექცე, მაგრამ ამის შესაძლებლობას არ მაძლევენო (ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით იხილეთ მასალას თანდართულ ვიდეოში)...

ჟურნალისტები:

„რატომ არიან რეგიონის პოლიციაში ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროსაც იყვნენ და ხალხს თვალში მაზოლი ამოუყვანეს?“;

„ბატონო ბიძინა, მე გიდასტურებთ ჩემს უდიდეს პატივისცემას და მხარდაჭერას გიცხადებთ, მაგრამ არ შემიძლია არ დავსვა შეკითხვა...“

წყარო "ფეისბუქზე"

კომენტარი