პირველი შეფასებები მერაბიშვილის დაკავებაზე

მერაბიშილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარები კეთდება:

"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას "ფეისბუქის" მეშვეობით ეხმაურება.

"კითხვა მაქვს, ამ ცხვრების მთავრობას ჰგონია, რომ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავებით 17 მაისს გამოვლენილ უუნარობას გადაფარავს?

გყავდეთ ეგენი მანდ, სასამართლო გაარკვევს მათ ბრალეულობას, მანამდე კი ისინი დააკავეთ ვისი ჩადენილი დანაშაულიც სახეზეა - 17 მაისს მასობრივი არეულობის ორგანიზატორები (და არა წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენები)."

საპარლამენტო უცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის შეფასებით, ვანო მერაბიშვილი მისმა უშუალო ოპონენტმა ბიძინა ივანიშვილმა დააპატიმრა.

როგორც ჟურნალისტებს გაბაშვილმა, განუცხადა, პროკურატურის გადაწყვეტლება, რომელსაც არასამართლიანია, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას, რომ ვანო მერაბიშვილი დაეკავებინათ.
"ივანიშვილის მიზანია, "ნაციონალური მოძრაობის" განადგურება, მაგრამ ჩვენ ბრძოლას სამართლებრივად გავარგძელებთ, საერთაშორისო თაბამეგობრობას საქმის კურსში ჩავაყენებთ, თუ რა რეჟიმი მართავს ქვეყანას, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ივნიშვილის მთავრობას ცუდად დაუბრუნდება", - განაცხადა გაბაშვილმა.

ვანო მერაბიშვილი დაკავებულია, ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა.

პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილი კორუფციულ საქმიანობაში იყო ჩართული. მერაბიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, გამოძიების პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად.

მერაბიშილის დაკავებას გამოეხმაურა ნუგზარ წიკლაურიც:

„ეს არის პოლიტიკური მოწინააღმდეგის რეპრესირების მცდელობა. ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე. ვანო მერაბიშვილის დაკავებით ხელისუფლება ცდილობს, რომ წარუმატებელი საქმიანობიდან და შეუსრულებელი დანაპირებიდან ყურადღება ამ ფაქტზე გადაიტანოს. მისი დაკავება პოლიტიკური შურისძიებაა“.

ვანო მერაბიშვილის დაკავების შესახებ ცნობილი რამოდენიმე წუთის წინ გახდა. პროკურატურამ მერაბიშვილს ბრალი სამი მუხლით წაუყენა.


მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტს თეა თუთბერიძეც ეხმურება.

„ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკავება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ემსახურება 17 მაისის მოვლენების გადაფარვას.
ვანო მერაბიშვილის დაკავება მსგავსი საფუძვლით, ცოტა არ იყოს და არასერიოზულად გამოიყურება, ისევე როგორც მისი დაკითხვებზე ტარება იმის გასარკვევად, იყო ის ივანე მერაბიშვილი თუ ლევან მაისურაძე.

ამ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ ვისაუბრო ვანო მერაბიშვილის დამნაშავეობაზე ან უდანაშაულობაზე, რადგან ვთვლი, რომ მერაბიშვილის დღევანდელი დაკავება არ უნდა იქცეს მორიგ შოუდ და არ უნდა გახდეს მისი პიარის საფუძველი, ასევე 17 მაისის მოვლენების გადაფარვის მიზეზი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პოლიტიკურ დევნას აფასებს და აცხადებს , რომ ამით ევროპისკენ წვალებით გახსნილი ფანჯრები დაიხურება.

"ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის ახალი ტალღა და ყველა იმ პრობლემური თემის გადაფარვა, რაც ბოლო დროს ხდება, იქნება ეს ახალი ხელისუფლების შიგნით კორუფციული "ამბების" გამომჟღავნება, 17 მაისის ძალადობა თუ სხვა და სხვა. ასეთი ნაბიჯებით, რაც არ უნდა თქვას მერე მაია ფანჯიკიძემ, ევროპისკენ წვალებით გახსნილი ფანჯრების მოხურვა და ამ ფანჯრებში დიდი ლურსმნების ჩაჭედება ხდება".

საკუთარ „ფეისბუქ- გვერდზე“ გამოეხმაურა მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის დაკავებას დავით საყვარელიძე:

"ადამიანის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული"....) ორი განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი დაიჭირა ბატონმა ბიძინამ) საქმე იმდენად სასაცილოა რომ საშიში და ხმამაღალი სახელწოდება მოიფიქრეს... რამდენი პოლიტიკური ოპონენტი უნდა დააკავოთ და რამდენი ხნით? ამით პირიქით გვაძლიერებთ“.

დაკავებას ეხმიანება დავით ბაქრაძეც:

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრება დაუსაბუთებელი ბრალდებებით მოხდა. როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რომ მათი ლიდერების დაპატიმრება მოხდა 21 000 ადამიანისთვის ხელფასის გადახდის გამო, სამარცხვინოა.მისივე განცხადებით, ბრალის წარდგენისას ერთი მომენტი იყო გაუგებარი, რადგან პროკურატურა საუბრობდა რომ ჰქონდათ დოკუმენტაცია, მერაბიშვილის ბრალეულობის შესახებ 26 მაისისა და გირგვლიანის საქმეზე, თუმცა ბაქრაძის თქმით, ოფიციალურად ბრალი მას არ წარდგენია.

"პროკურატურას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ წარუდგინონ ბრალი მერაბიშვილს, თუ მართლა გამოკვეთილია მისი ბრალი ამ საქმეებში, მაგრამ ვფიქრობ, ამ საქმეების ხსენებით ხდება საზოგადოებაში ემოციური ფონის შექმნა. ნუ მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით!",-განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძე თვლის, რომ უსუსრია ბრალდება, რომელიც დაკავებულებს დღეს წაუყენეს.
"თუ ეს მთავრობა 4 მილიონ ადამიანს გადაუხდის ხელფასს, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ და პირობას ვდებთ, რომ ამის გამო არასოდეს არავის დავიჭერთ. ჩვენ გავაგრძელებთ ოპოზიციურ ბრძოლას და შედეგი იქნება საქართველო, სადაც ადამიანებს ხელფასის დარიგებისთვის არ დააპტიმრებენ", - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარი