სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სახალხო კრებამ" პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენა დაიკავა

როგორც ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან, "სახალხო კრების" წევრებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ, პარლამენტის წინ, 26 მაისის აღლუმისთვის გამზადებული სცენა დაიკავეს.

იქ მყოფი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ამაში უკანონო არაფერია, რადგან მერიისგან აქვთ მოპოვებული ამ ტერიტორიაზე ყოფნის უფლება.

ხალხთან ერთად გადავწყვეტთ, აქ დავრჩებით თუ თავისუფლების მოედანზე გადავინაცვლებთ, - აცხადებს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, რომ "ხელისუფლება აღლუმს მშვიდად ვერ ჩაიბარებს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100