სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზეიმო მიღება საქართველოს საელჩოში

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში საზეიმო მიღება გაიმართა.

მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაესწრო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართველ დიპლომატებს და დელეგაციის წევრებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ისტორიული თარიღი კიდევ ერთელ მიულოცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბელგიის სამეფოში დასრულდა. სამთავრობო დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით თბილისში დღეს დაბრუნდება. პრემიერი დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპის მოედანზე დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას შეუერთდება და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უმნიშვნელოვანეს მოვლენას ქართველ ხალხთან ერთად აღნიშნავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100