სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე: კოალიცია "ქართული ოცნება" სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბეგი სიორიძეს!"

"კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წარმოგიდგინათ კანდიდატი და დარწმუნებული ვარ, მას და ჩვენ გვექნება მხარდაჭერა. ოზურგეთში, ზოგიერთი კანდიდატი, მიზანმიმართულად არ ვასახელებ სახელსა და გვარს, დახეტიალობენ მოსახლეობაში და ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ისინი სარგებლობენ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდაჭერას. ჩემო ოზურგეთელებო, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში, ჩვენი კანდიდატი ოზურგეთში არის ბეგლარ სიორიძე და მთელი კოალიცია მას უცხადებს მხარდაჭერას. _ განაცხადა კახა კალაძემ ოზურგეთში მოსახლეობისთვის გამართულ შეხვედრაზე.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე ოზურგეთში წინასაარჩევნო შეხვედრებში ჩაერთო. ის "ქართული ოცნების" ქალაქ ოზურგეთის მერობის კანდიდატთან ბეგლარ სიორიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.

"ჩვენ დღეს ვართ თავისუფლები, არავინ არ გვზღუდავს ვთქვათ ჩვენი მოსაზრება, არავინ არ იდევნება განსხვავებული აზრის გამო, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ეს ჩვენი მონაპოვარია. თქვენ არ იფიქროთ, რომ აქ მოვედით იმის გამო დაგავალდებულოთ გინდათ თუ არა 41 შემოხაზოთ, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ და ხედავდით საით მიდიოდა ქვეყანა და რა რეალობაა დღეს და საით მივდივარ. მე დარწმუნებული ვარ სწორ არჩევანს გააკეთებთ." _ განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100