ივანიშვილის კომენტარი მარგველაშვილისა და მთავრობის დაპირისპირებაზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც "კონკურენტს" განიხილავს და "უნდა მას ხელი შეუშალოს".

ამის შესახებ ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას აზიანებს. ამასთან, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მისთვის პრეზიდენტის ქმედებებები გაუგებარია.

კომენტარი