სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ბერძენიშვილი: ვინ არის, ბოლოს და ბოლოს ეს ოქრუაშვილი? იმპერატორია?

"დრონი.ჯ"ი კვლავ გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რუბრიკას - "მარგალიტები". ამჯერად კიდევ ერთხელ გადავხედოთ როგორ ამკობდნენ ირაკლი ოქრუაშვილს, მისი დღევანდელი მოკავშირე-მეგობრები...
დავით გამყრელიძე: ირაკლი ოქრუაშვილი ფიზიკურად სცემდა ჯარისკაცებს. ერთი ფაქტიც მითხრეს, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცის პატარა ძაღლი იარაღით მოკლა. ეს არ არის სადიზმი?
გია თორთლაძე: იოლია სხვისი კრიტიკა, როცა პარიზში, მონმარტზე, პრესტიჟულ კაფეში ზიხარ, "კრუასანებს" მიირთმევ და ზედ "კაპუჩინოს" აყოლებ. თქვენ რა გგონიათ, პოლიტ-ემიგრანტი ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთის მთავრობის კმაყოფაზე ცხოვრობს? ჩიტის რზე არ აკლია!
დავით უსუფაშვილი: ირაკლი ოქრუაშვილის ლექსიკაში საერთოდ არ არსებობს სიტყვა "დემოკრატია" ამ სიტყვის ხსენებაზეც კი ოქრუაშვილი წონასწორობას ჰკარგავს სიბრაზისგან, ადამიანების უფლებების დაცვაზე მასთან არანაირ ლაპარაკს აზრი არა აქვს, რადგან მისთვის ამგვარი უფლებები არც კი არსებობს. ოქრუაშვილი არის ტიპიური ავტორიტარული მმართველი თავის სისტემაში.
თინათინ ხიდაშელი: ადამიანის უფლებების გახსენებაზე, ოქრუაშვილს ტანში ჰბურძგლავს.
ფიქრია ჩიხრაძე: ირაკლი ოქრუაშვილი არის მონსტრი! ღმერთმა ნუ ჰქნას ისე წარიმართოს მომავალში პროცესები, რომ ორუაშვილი პრეზიდენტი გახდეს, თორემ მიხეილ სააკაშვილი თომას ჯეფერსონად მოგვეჩვენება.
დავით გამყრელიძე: იმასაც ამბობენ რომ ბატონი ოქრუაშვილი სხვადასხვა რანგის ოფიცრებს ქრთამავს, ასაჩუქრებს თანხებით, მანქანებით, რომ ეს ხალხი კანონის კი არა, უშუალოდ მისი ერთგული იყოს. თავად განსაჯეთ, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის როდესაც ჯარისკაცი ან ოფიცერი დგება არჩევანის ზღვარზე – კანონს დაემორჩილოს თუ მინისტრის უკანონო ბრძანებას?!
ბაღათულ არაბული (პოეტი): ირაკლი ოქრუაშვილი იყო იუსტიციის მინისტრ ქავთარაძესთან, პრემიერ–მინისტრ ნოღაიდელთან ერთად იურიდიულ-საშუამავლო `ენჯელოს” შემქმნელი, შემდეგ ამ `ენჯელოს” უფლებების თავდაცვის სამინისტროს უფლებებამდე გამფართოვებელი და მისი საზღვრების შემომთვისებელი. ხეობის "გმირულად" დამლაშქრავი და წლის ბოლოს, საახალწლოდ ცხინვალში შესვლას დაპირებული სარდალი.
ზურაბ მურვანიძე, ექს პარლამენტარი: ირაკლი ოქრუაშვილი არის მამაი-ოქრო.
ავთანდილ მარგიანი: ოქრუაშვილი კარგად იბღვირება და კარგ დაპირებებსაც იძლევა. ვნახოთ როგორ შეძლებს თავის სიტყვების სისრულეში მოყვანას - შევხვდებით თუ არა პირველ იანვარს ცხინვალში.
პაატა ზაქარეიშვილი: ამერიკელები და ნატო ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლას პრინციპულად მოითხოვდნენ... რასაკვირველია ეს ოქრუაშვილმაც იცოდა, რომელსაც თავისი ამბიციები აქვს, მისი მთავარი ამბიცია პრეზიდენტობაა.
გოჩა ჯოჯუა (ექს-პარლამენტარი): სააკაშვილმა ერთი მოახერხა - მისთვის უხერხული, საკმაოდ რეიტინგული თავდაცვის მინისტრის მითი დაამსხვრია და, როგორც მას უყვარს გამოთქმა, ისევე გააფარჩაკა, როგორც არჩევნებზე – ოპოზიცია.
რევაზ მიშველაძე: საქართველოში, გარემოების გამო, ფრთები აქვს შეკვეცილი და მარტოდენ იმ მოჩხუბარ მამალს წააგავს, რომელსაც ქვეყნის შველა, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, მაგრამ გასათენებელ `ყიყლიყოს” მაინც იძახის.
გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ექსპერტი: ოქრუაშვილმა ხელისუფლებას ფული გამოსძალა. ოქრუაშვილს არ აკმაყოფილებდა მხოლოდ მინისტრობა, იგი პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა..
გოგა ხაინდრავა: ირაკლი ოქრუაშვილის საომარი რიტორიკა და თითის ქნევა, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური კონფლიქტების დარეგულირებას, პროცესის დაჩქარებას. მეტიც, მისი ეს საქციელი და განცხადებები, არასახელმწიფოებრივია.
დავით ბერძენიშვილი: ირაკლი ოქრუაშვილმა, ყველაფერს თავი დავანებოთ და როცა სადისტობაში სდებენ ბრალს, ამ კითხვას მაინც უნდა უპასუხოს.
ჯონდი ბაღათურია: თავდაცვის სისტემაში იყო დიდი კორუფცია, ყველა ამაზე ლაპარაკობს და არსებობს კონკრეტული ფაქტებიც. ოქრუაშვილს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა;
შალვა ნათელაშვილი: ირაკლი ოქრუაშვილი არის მონა. ის ერთი კაცის მონაა.
გოგა ხაინდრავა: მალე მოვა დრო, როცა ირაკლი ოქრუაშვილიც განსასჯელის სკამზე დაჯდება.
მამუკა კაციტაძე: ჯერ სად იყო თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი და თავდაცვის ეს ფონდები, როცა შიდა ქართლში, ირაკლი ოქრუაშვილი კონტრაბანდით შოულობდა ფულს.
მანანა ნაჭყებია: სერიოზული ინფორმაცია გვაქვს და თუ ჩავეძიებით, ფაქტებამდე მივალთ – ირაკლი ოქრუაშვილის გავლენის ქვეშ ყველა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი იმყოფებოდა მისი ბრძანებით, ბიზნესმენებს ძალით უქმნიდნენ პრობლემებს, აშანტაჯებენ და არეკეტებენ, რათა თავდაცვის ფონდში შეიტანონ სოლიდური თანხები.
ფიქრია ჩიხრაძე: თავდაცვის ფონდიდან მილიონები იხარჯება ოქრუაშვილისა და მინისტრის უახლოესი წრის კონფორტისათვის, არც სამინისტროს ბიუჯეტს ხარჯავს ეს კაცი მიზნობრივად და უცხო არავისთვისარაა, რომ იქაც ცუდად აფათურებს ხელებს, ამას რახანია ვლაპარაკობთ, მაგრამ განმკითხავი ვინ არის?
კობა დავითაშვილი: ირაკლი ოქრუაშვილის შეცდომებისა და დანაშაულის საფასურს ჩვენ გვაზღვევინებენ;
გიორგი თავდგირიძე: სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილი მას ღალატობდა. ის ხდებოდა სახიფათო და ამიტომ უნდა ემოქმედა სასწრაფოდ, თორემ ოქრუაშვილი გადაიბირებდა შეიარაღებულ ძალაუფლებას და მოახდენდა სამხედრო გადატრიალებას.შესაძლოა მას ჩაენაცვლებინა კიდეც სააკაშვილი. დამერწმუნეთ რაც ოპოზიციაში გადავიდა მას შემდეგ გახდა ტკბილი და რბილი თორემ ასეთი არც არასდროს ყოფილა.
თამაზ ვაშაძე, თბილისის ექს-მერი: ირაკლი ოქრუაშვილმა იმდენი თანამდებობა გამოიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, ამერიკის პრეზიდენტობა რომ შესთავაზო, ალბათ, თვალს არ დაახამხამებს, ისე დათანხმდება. ეს არის ადამიანი რომელსაც ყველაფერზე წავა! თუ ოდესმე ჩვენს ქვეყანას ნამდვილი მთავრობა ეყოლება, მას აუცილებლად აგებინებენ პასუხს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
ლევან ბერძენიშვილი: ვინ არის, ბოლოს და ბოლოს ეს ოქრუაშვილი? იმპერატორია?
გიორგი თავდგირიძე: სააკაშვილმა ოქრუაშვილი პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოისროლა და რაც მეტს ილაპარაკებს ბატონი ირაკლი ახლა, მით მეტ სისულელეს იტყვის...
უთუოდ რომ ჩაგერთოდ, იქიდანაც კი გაისმოდა, რომ ოქრუაშვილი არის ერის მხსნელი, რომელიც თავისი პრინციპულობით პრეზიდენტს დაუპირისპირდა. ლეგენდა ოქრუაშვილზე მალე დაიმსხვრა. ის პრინციპული არასდროს ყოფილა.
თამარ ჩხეიძე: ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე: ირაკლი ოქრუაშვილი ჩვენს ხელისუფალთა შორის ყველაზე მეტად ჰგავს ოციანი წლების ბოლშევიკს. დაუნდობელი პიროვნების შთაბეჭდილებას სტოვებს, ადამიანის უფლებებისა და კანონის სრული იგულებელყოფით გამოირჩევა.
გია ცაგარეიშვილი: გენერალი, რომელსაც ჯარი არა ჰყავს. სწორედ მასხეა ზედგამოჭრილი – ისე არ წვიმს როგორც ქუხსო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100