მცირე "დიპლომატიური სკანდალი" აშშ-სა და იაპონიას შორის

ეს მცირე "სკანდალი" მაშინ მოხდა, როცა აშშ-ს პრეზიდენტი - ბილ კლინტონი იაპონიაში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერმა ინგლისური არ იცოდა, მაგრამ შეხვედრის პირველი წუთების დროს, თარჯიმნების გარეშე სათქმელი რამდენიმე მორიგე ფრაზა სგაგნგებოდ ასწავლეს. როგორც წესი, ასეთი ზრდილობიანი დიალოგი, დიპლომატიური ეტიკეტის მიხედვით ძალიან მოკლეა და ასეთი სახე აქვს:

მასპინძელი: - გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით?

სტუმარი: - მშვენივრად, თქვენ?

მასპინძელი - მეც ასევე...

სწორედ ამ დიალოგისთვის საჭირო ინგლისურით დახვდა იაპონიის პრემიერი აშშ-ს პრეზიდენტს და როცა გაჩახჩახებულ დარბაზში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მასპინძელმა მაინც აურია და ბილ კლინტონს გაბადრულმა მიმართა, ოღონდ ასე:

- Hello! who are you?

კლინტონს წამიერად კი შეეცვალა სახე, მაგრამ სახიდან ღიმილი არ წაუშლია და ამერიკული იუმორი მოიშველია:

- I am Hillary Clinton`s husband!

იაპონიის პრემიერმა კი ღიმილი უკანვე დაუბრუნა და თავის კანტურით მიუგო:

- Me to, me to!..

P.S. - შეგახსენებთ, ბილ კლინტონი იაპონიის პრემიერ-მინისტრამდე ბორის ელცინს შეხვდა და იმ შეხვედრიდანვე ისეთ ხასიათზე იყო, როგორზეც ამ თანდართულ ვიდეოშია ნაჩვენები...

კომენტარი